საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დელეგაციის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში

 საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი 22-25 იანვარს სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა.

ბრიტანეთის მთავრობის ორგანიზებული ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია  შეხვედრები ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებებში,  პრემიერ-მინისტრის აპარატსა და თავდაცვის სამინისტროში. ქართული მხარე გაეცნობა ბრიტანეთის გამოცდილებას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის, კრიზისების მართვის სისტემის საქმიანობისა და კრიზისების მართვაში თავდაცვის სამინისტროს ჩართულობის საკითხებში.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან დელეგაციაში ასევე შედიან სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ირინე ბართაია და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მიხეილ კეკენაძე.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   February 2019   
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
25262728   
banners