“სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი ქვეყანა”- უშიშროების საბჭოს მდივანი თურქეთში ვიზიტს აფასებს

 “თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, სწორედ თურქეთში განხორციელდა. ჩვენ თურქეთზე ვამყარებთ ძალიან დიდ იმედებს, როგორც არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით.” - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის კომენტირებას.

პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების პარალელურად საქართველო და თურქეთი აქტიურად თანამშრომლობენ კულტურისა და სოციალურ სფეროშიც. ირინე იმერლიშვილის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე საბოლლოდ დაზუსტდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაციის ვადები. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მაჰმადიანი მესხების თემაც.

“სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკების შედეგად უკვე მიმდინარეობს იშხნის რესტავრაცია. სამუშაოები  2014 წელს დასრულდება. პრეზიდენტი გუილი დაგვპირდა, რომ ამავე წელს დაიწყება ოშკის რესტავრაციაც. ეს არის საკითხი, რომელზეც მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები. რაც შეეხება მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლებას და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას:  ბევრ მათგანს, მოთხოვნის საფუძველზე უკვე მიენიჭა რეპატრიანტის  სტატუსი და ამჟამად, ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი საბუთების შესწავლა,” - აცხადებს ირინე იმერლიშვილი.

პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - უშიშროების საბჭოს მდივანი თურქეთში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულის, თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს შეხვდა.

ანკარაში გაიმართა შეხვედრა თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან.

სახელმწიფო ვიზიტის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა ტაო-კლარჯეთი მოინახულა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   February 2019   
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
25262728   
banners