ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

3 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ქალბატონმა ირინე იმერლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩთან ქალბათონ ფედერიკა ფავისთან.  

შეხვედრისას ქალბატონმა ელჩმა უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.  

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ქალბატონ ირინე იმერლიშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა იტალიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ქართულ მხარეს აღუთქვა მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა და ჟენევის მოლაპარაკების პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობაზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ევროპული არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი და აღნიშნული მიმართულება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ქართველი ხალხის ნების უცვლელი ნაწილა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტში განსახილველად გატანილი კანონპროექტის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამომავლო ფუნქციებს, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners