უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველოში ისრაელის ელჩთან იუვალ ფუქსთან შეხვედრა გამართა

დღეს, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის  შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, და ისრაელის სახელმწიფოში  ოფიციალურად დაპატიჟა.

შეხვედრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროებში, ასევე ხალხთა შორის კონტაქტების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

იუვალ ფუქსმა ისრაელის სახელმწიფოს სახელით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სხვადასხვა სფეროში თანადგომის მზადყოფნა გამოთქვა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners