უშიშროების საბჭოს მდივანი ვაზიანის სამხედრო ბრიგადის და ჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობდა.

დღეს, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენთან გიორგი მარგველაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად  ვაზიანის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას იღებდა.

ცერემონიალის დასასრულს უშიშროების საბჭოს მდივანმა  ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე - საქართველო ევროკავშირთან ასოცირების  ხელშეკრულების პარაფირებაზე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს და ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ კოლეგებთან, რომ ერთი წლის თავზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს და ჩვენ ევროპულ ოჯახში შევიდეთ", - განაცხადა იმერლიშვილმა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   January 2019   
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
1415161718
19
20
21222324252627
28293031   
banners