ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს ელიტა გაველეს შეხვდა.


17 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელიტა გაველესთან  შეხვედრა გამართა.
 
ელჩმა ირინე იმერლიშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად  დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი კავშირების გაფართოების  სურვილი გამოთქვა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სანიმუშოდ ჩატარების მნიშვნელობა.
 
„დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ქვეყნის სტაბილური და ნორმალური განვითარებისთვის“, განაცხადა ელიტა გაველემ.
 
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ლატვიის ელჩს საქართველოს მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის  კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.
 
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ანტიდისკრიმინაციული ნორმების სისტემატიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ინფორმაცია გაცვალეს საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფი კანონის პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ .
 
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა უშიშროების საბჭოს აპარატის მომავალი მუშაობის და სამომავლო ხედვის შესახებაც.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   June 2019   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25
2627282930
banners