ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკ რუბინს და საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

  7 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ქალბატონმა ირინე იმერლიშვილმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკ რუბინითან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან.  

შეხვედრისას სტუმრებმა უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.  

მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ამასთან, აღინიშნა საქართველოს მიერ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა. აშშ-ს მხარის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი შეთანხმდნენ მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.  

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტში განსახილველად გატანილი კანონპროექტის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამომავლო ფუნქციებს, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners