ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ამ წუთებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ესწრებიან:
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია:
• სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
მომხსენებელი - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
• საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის განხილვა
მომხსენებელი - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე
• თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხის განხილვა
მომხსენებელი - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
• ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა
მომხსენებელი - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
• საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვა
მომხსენებლები - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   December 2018   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
101112
13
141516
17181920212223
24252627282930
31      
banners