დავით რაქვიაშვილი-'' ახალი ექსპერიმენტები არ არის საჭირო, პარლამენტს გააჩნია პრეზიდენტის შეთავაზება უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში''

ვფიქრობ, ახალი ექსპერიმენტები არ არის საჭირო, პარლამენტს გააჩნია პრეზიდენტის ჩამოყალიბებული შეთავაზება უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის შექმნაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 

რაქვიაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი როგორც ფორმით, ისე შინაარსით გამორჩეულად დამაზიანებელი იყო ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურასთან მიმართებაში და შედეგები სავალალოა. 

„ნათელი იყო, რომ ამ ცვლილებებით, რომელიც მმართველმა პარტიამ განახორციელა, ეროვნული უსაფრთოების არქიტექტურას მიადგებოდა ძალიან დიდი ზიანი. მიუხედავად ამისა, ჩვენ პროცესის პარალელურად ვცდილობდით, რომ შეგვემცირებინა ის ზიანი, რომელიც უკვე მიადგა სისტემას. ამას მოჰყვა რამდენიმე შეთავაზება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა პარლამენტთან მიმართებაში, რათა ეს ზიანი ოდნავ მაინც შემცირებულიყო. ახლა მე ვთვლი, რომ ახალი ექსპერიმენტები არ არის საჭირო. არსებობს გააზრებული და ჩამოყალიბებული შეთავაზება, რომელიც პარლამენტს გააჩნია პრეზიდენტის მიერ მიწოდებული ინიციატივის სახით, რომელიც არსებული კანონების გადახედვის გზით, შესაძლებლობას მისცემს უსაფრთხოების სისტემას, რომ შედარებით უფრო დაბალანსებული იყოს. აუცილებელია, რომ შენარჩუნებულ იქნას მაკოორდინებელი უწყება; აუცილებელია, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციაში და სათათბირო პროცესში ჩართული იყოს პრეზიდენტი. არ შეიძლება პრეზიდენტის გარიყვა ამ პროცესიდან. ვფიქრობთ, თუ ამ შეთავაზებას გაითვალისწინებს ხელისუფლება, გარკვეული თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება იმ ზიანის შემცირება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებმა მიაყენეს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სექტემბრამდე უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის საპასუხოდ განაცხადა. სოფიო ქაცარავა დაინტერესდა თუ როგორი იყო ბახტაძის პოზიცია უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნასთან დაკავშირებით.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners