დავით რაქვიაშვილი აშშ-ის კონგრესის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირებას ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, აშშ-ის კონგრესის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირებას ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. 

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინიციატივა სრულად იზიარებს იმ ფასეულობებსა და მიდგომებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის მსვლელობისას გაახმოვანა. 

„მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას, ინიციატივით მიმართა ამერიკელ კანონმდებლებს - მიეღოთ „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ - კანონი, რომელშიც აისახებოდა ჩვენი ქვეყნების საგანგებო ურთიერთობა, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის განსაკუთრებული როლი, რომელსაც საქართველო - აშშ-ის გამოცდილი და სანდო პარტნიორი - ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების პირობებში ასრულებს. საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით, „მხარდაჭერის აქტი“ კიდევ უფრო გააძლიერებდა საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობას - ორივე ერის საკეთილდღეოდ და განამტკიცებდა რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ამერიკის კონგრესმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა მაშინვე დადებითად მიიღო და სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, შეგვიძლია მნიშვნელოვან წარმატებაზე ვისაუბროთ.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირებისთვის. მადლობა ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჩართულ ყველა ქართველ და ამერიკელ კოლეგას, რომლებიც არაფერს იშურებენ ამ ისტორიული ინიციატივის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ამერიკელ ექსპერტებთან.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners