შეხვედრა ბატონ ჯორგენ ენდრიუსთან.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეერთებულ შტატებში ვიზიტისას შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, თეთრ სახლში.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ბატონ ჯორგენ ენდრიუსთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ ნატოს სამიტსა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურას. შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული რეგიონის წინაშე მდგარი ჰიბრიდული გამოწვევები და ამ გამოწვევების პრევენციის, შეკავებისა და გამკლავების მიზნით მათთან ბრძოლის მეთოდები, ეროვნულ დონეზე მედეგობის გაზრდისა და მომავალში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრის დაარსების შესაძლებლობა.

უშიშროების საბჭოს მდივანი მიესალმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის შემსწავლელი ჯგუფის ჩამოსვლას საქართველოში და შესაბამისი კონსულტაციების გამართვას საქართველოს პრეზიდენტთან და არასამთავრობო სექტორთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ჯენინ ვენი.

აგრეთვე, დავით რაქვიაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებთან დუგლას სეისთან, პატრიკ მეგაჰენსა და ორენ ადექთან.

შეხვედრის მსვლელობისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას, კერძოდ, აშშ-ის კონგრესის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირებას, მის მნიშვნელობასა და შინაარსს, აქტის აღსრულებისთვის ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედებას.

დავით რაქვიაშვილის თქმით, „მხარდაჭერის აქტი“ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო მეტად განამტკიცებდა ორივე ქვეყნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამასთანავე, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდოდა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთერთობები.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners