შეხვედრა ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული უშიშრების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას შეხვედრები გამართა კვლევითი ორგანიზაციის ჰერიტიჯის ფონდის წამყვან ექსპერტ ლუკ კოფისთან, პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორ მაიკლ კარპენტერთან, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) რუსეთის პროგრამის დირექტორ ბრაიან უაიტმორთან, გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორ ლორა როზენბერგერსა და მკვლევარ ჯონათან კატცთან, ატლანტიკური საბჭოს (ACUS) პროგრამის ასისტენტ შელბი მეგიდთან.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. პირველ რიგში, ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერის აქტს, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულებასა და აქტის აღსრულებისთვის ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედებას.

დავით რაქვიაშვილმა შეხვედრისას ასევე აღნიშნა ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი და მისი მნიშვნელობა, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს საკითხების უმაღლეს დონეზე განხილვისთვის.

უშიშროების საბჭოს მდივანმა “ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელთან საქართველოს პრეზიდენტის ნატოს სამიტის ფარგლებში სხვა ღონისძიებაში ჩართულობის შესაძლებლობის შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრებზე ასევე იქნა განხილული რეგიონის წინაშე მდგარი ჰიბრიდული გამოწვევები და ამ გამოწვევების პრევენციის, შეკავებისა და გამკლავების მიზნით მათთან ბრძოლის მეთოდები, მომავალში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრის დაარსების თვალსაზრისით.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners