შეხვედრა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის უფროსსთან და პოლიტიკურ მრჩეველთან ბიორნ კიუნესთან

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძესთან ერთად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის უფროსს და პოლიტიკურ მრჩეველს ბიორნ კიუნეს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსა და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

შეხვედრისას ასევე იქნა აღნიშნული “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელშიც მხილებულნი არიან პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

დავით რაქვიაშვილმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველთან ერთად განიხილა ოკუპირებულ ტეიტორიებზე ადამიანის საკეთილდღეოდ პროცესების წინსვლისათვის საჭირო გზები. ამავდროულად, ბიორნ კიუნემ თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა უსაფრთხოების კუთხით ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მუშაობისთვის.

შეხვედრის დასასრულს საუბარი ასევე შეეხო აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მრჩეველი ანა ქუთათელაძე.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners