შეხვედრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის ''პარტნიორობა დემოკრატიისთვის'' დელეგაციასთან

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის "პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო რეფორმისა და გაძლიერების პროცესში მხარდასაჭერად და რეკომენდაციების მოსაცემად სტუმრობდნენ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ ნატოს სამიტსა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურას. ასევე იქნა განხილული რეგიონის წინაშე მდგარი ჰიბრიდული გამოწვევები და ამ გამოწვევების პრევენციის, შეკავებისა და გამკლავების მიზნით მათთან ბრძოლის მეთოდები, ეროვნულ დონეზე მედეგობის გაზრდისა და მომავალში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრის დაარსების შესაძლებლობა.

კომისიის დელეგატებს ერონული უშიშროების საბჭოს მდივანმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში უსაფრთხოების ახალი სისტემის გამოწვევების შესახებაც ესაუბრა. ამასთანავე, აღინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების მიზნით, ერთიანი ეროვნული მიდგომისა და ეროვნული მედეგობის გაძლიერების საკითხებში საზოგადოების ჩართულობის როლი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ კეკენაძე;

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მრჩეველი ანა ქუთათელაძე;

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი - ლორა თორნტონი;

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი; კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე დევიდ სკეგსი;

აშშ-ს სენატის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი მაიკ ბოისვენიუ;

მთავრობასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი, “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) ჯოდი ჰერმანი;

დირექტორის ყოფილი მოადგილე/თავდაცვის მდივნის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელი, აშშ თავდაცვის დეპარტამენტი ტოდ როსენბლუმ;

პროგრამის ოფიცერი, NDI ფრიდა არენოსი;

გლობალური გავლენის ცენტრი - სკოტ ნემეთი;

გლობალური გავლენის ცენტრი - სიერა სმითი.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners