საკონსულტაციო შეხვედრა აშშ-სა და ლატვიის ელჩებთან

ეროვნული უშიშრების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა და მდივნის მოადგილემ შოთა ღვინერიამ საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს აშშ-სა და ლატვიის ელჩებთან ელიზაბეტ რუდისთან და ინგრიდა ლევრენსთან, ნატოს სამეთვალყურეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარიო პუგლისთან და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან კარლო ნატალესთან.

დავით რაქვიაშვილმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევებისა და ამ გამოწვევების პრევენციის, შეკავებისა დაგამკლავების მიზნით მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ეროვნულ დონეზე მედეგობის გაზრდისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის „ეროვნული მედეგობის ცენტრის“ დაარსების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „ეროვნული მედეგობის ცენტრის“ ხედვასა და არსზე, როგორც უმნიშვნელოვან ინსტრუმენტზე რეგიონის წინაშე მდგარ ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლაში, ამ გამოწვევების შემაკავებელი სტრატეგიებისა და კონკრეტული საპასუხო ნაბიჯების შემუშავებაში ეროვნული მედეგობის გაძლიერებისა და წინააღდმეგობის გაწევის შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, „ემც” ძირითადად კონცენტრირდება ჰიბრიდული ომის პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და კიბერ გამოწვევებზე საპასუხო ბრძოლის მეთოდების შემუშავებაზე.

შეხვედრის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო „ემც”-ის უმთავრეს მიზანს, როგორც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ისე ამჟამად აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე მდებარე ქვეყნების მიმართ გამოყენებული ჰიბრიდული მეთოდების ანალიზს. ამასთანავე, სახელმწიფოსა ან/და არასამთავრობო რეგიონალური აქტორების მიერ ბრძოლის პრაქტიკული მეთოდების განვითარებას.

“ემც” ასევე უზრუნველყოფდა პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, ისევე როგორც საზოგადოებების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სამთავრობო ინსტიტუტებისთვის შესაძლებლობების გაზრდასა და გაძლიერებას ჰიბრიდული ომის ფსიქოლოგიური და სხვა არაკინეტიკური საშუალებებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებისთვის.

შეხვედრის დასასრულს საბჭოს მდივანმა ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს პირობებში შექმნილი „ეროვნული მედეგობის ცენტრის“ მიმართ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფდა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ჭრილში ქვეყნის მიმართ მათ მხარდაჭერას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი;

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე;

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნანა კალანდარიშვილი;

საერთაშორისო ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ გიორგობიანი;

საერთაშორისო ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მრჩეველი ანა ქუთათელაძე;

საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება - ერინ მაი ჯარეტი;

USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფიცერი - ჯეი ტოტი;

ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში პოლიტიკური განყოფილების უფროსი დოროტა სულიგა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners