''ეროვნული მედეგობის ცენტრის'' დაფუძნების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული ღონისძიების ფარგლებში „ეროვნული მედეგობის ცენტრის“ დაფუძნების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა „ეროვნული მედეგობის ცენტრის“ დაფუძნების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლაში ეროვნული მედეგობის გაძლიერებისა და სახელმწიფოსა ან/და არასამთავრობო რეგიონალური აქტორების მიერ ბრძოლის პრაქტიკული მეთოდების განვითარება წარმოადგენს.

ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს პირობებში შექმნილი „ეროვნული მედეგობის ცენტრი” უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია რეგიონის წინაშე მდგარ ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლაში, ამ გამოწვევების შემაკავებელი სტრატეგიებისა და კონკრეტული საპასუხო ნაბიჯების შემუშავებაში. ამასთანავე, მის უმთავრესს მიზანს წარმოადგენს როგორც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ისე ამჟამად აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე მდებარე ქვეყნების მიმართ გამოყენებული ჰიბრიდული მეთოდების ანალიზი.

ცენტრი ძირითადად კონცენტრირდება ჰიბრიდული ომის პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და კიბერ გამოწვევებზე საპასუხო ბრძოლის მეთოდების განვითარებაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი მხარეეები გახლავთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დათუნა რაქვიაშვილის სახით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის სახით, ისრაელის „თელ ჰეი“ კოლეჯის პროფესორი შაულ კიმჰი და „ეროვნული მედეგობის ცენტრის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი ჩხენკელი.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   December 2018   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
101112131415
16
17181920212223
24252627282930
31      
banners