გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის ნაწილია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის ნაწილია,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, მისი ადმინისტრაციის წევრებისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ქალბატონმა მერკელმა სავსებით ცხადად ისაუბრა ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე, ისე ტერმინოლოგიურად. კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია არის საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი. ის ამის დასადასტურებლად ხვალ გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე. საუბარში ასევე ნათლად დაფიქსირდა ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა 10 წლის წინ და რომ გერმანია ამას არასდროს შეეგუება. ასევე ქალბატონმა კანცლერმა სავსებით ნათლად ისაუბრა, რომ გერმანია ყველა ღონეს იხმარს, რომ ეს ჰუმანიტარული დამოკიდებულება, რაც ოკუპაციის ხაზზე ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, შეჩერდეს და შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკეთესობისკენ და რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს",-განაცხადა რაქვიაშვილმა.

გერმანიის კანცლერი საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტი 24 აგვისტოს დასრულდება.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   December 2018   
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
101112131415
16
17181920212223
24252627282930
31      
banners