ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

 3 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ქალბატონი ირინე იმერლიშვილი  საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს ბატონ ანდრჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა.

პოლონეთის ელჩმა ქალბატონ ირინე იმერლიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა ოფიციალურად მიულოცა და გადასცა პოლონეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ კოზიეჟის წერილი, რომლითაც იგი ულოცავს კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნას და იწვევს პოლონეთში ვიზიტით 2014-2015 წლების განმავლობაში.  

პოლონეთის ელჩის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოების ფუნქციური მსგავსებები იძლევა ორ უწყებას შორის ურთიერთობების განვითარების კარგ შესაძლებლობას.  

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა. ირინე იმერლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა, როგორც  საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებში ასევე, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით. ელჩის თქმით, პოლონეთი მუდამ იქნება საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მხარდამჭერი და შეინარჩუნებს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან „ჩართულობის პოლიტიკის“ ფარგლებში პოლონეთის როლის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners