უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს 29 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ხოლო  ირინე იმერლიშვილმა ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა აღნიშნეს. დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. ირინე იმერლიშვილმა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები განიხილა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში დაგეგმილი რეფორმირებისა და  სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაში, რომელიც გაცნობითი ხასიათის, იყო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ტობიას ტიბერგიც მონაწილეობდა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners