საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ლევან ბოძაშვილი და კახა კოჟორიძე ჯანი ბუკიკიოს შეხვდებიან

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდებიან. 
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და პრეზიდენტის მრჩეველი სტრასბურგს გუშინ ეწვივნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ლევან ბოძაშვილი და კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელობასთან, მათ შორის უშუალოდ კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მართავენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს. 
როგორც ცნობილია, პროექტი პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 14 მაისს მიიღო, 20 მაისს კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, რის გამოც პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას ურჩევენ. 
თავის მხრივ, პრეზიდენტმა, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა აქვს, კანონპროექტი წინასწარი მოსაზრებების მოსამზადებლად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners