''უორდროპის დიალოგის'' მეორე შეხვედრა ლონდონში

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ყოველწლიური "უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა ლონდონში 30 ნოემბერს გაიმართა.
თემატურ სესიებს საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთის მხრიდან კი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი მაიკლ ტეტემი ხელმძღვანელობდნენ.
უორდროპის დიალოგის მეორე შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და უსაფრთხოებას დაეთმო.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაში საქართველოს უწყებათაშორისო ჯგუფი მონაწილეობდა. განხილული იქნა დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული მიმართულებები.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners