ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ, უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ და თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლაშა ძებისაშვილმა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
კურსის პირველ დღეს მსმენელებმა თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკური ასპექტები განიხილეს.უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა ძებისაშვილმა მოხსენებაში საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონვენციურ საფრთხეებსა და ტერორიზმზე ისაუბრა.

საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ მონაწილეობა მიიღო პანელში, რომელზეც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო განიხილებოდა. პანელის მოდერატორი უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალია იყო.
კურსს მსმენელის რანგში ესწრება უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ნანა კალანდარიშვილი.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი წელს მეოთხედ ტარდება. კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners