საშტაბო-სამეთაური სწავლება „ინფო-2016“

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ახალკაცმა და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ჯიბღაშვილმა საშტაბო-სამეთაური სწავლება „ინფო-2016“-ში მიიღეს მონაწილეობა.
ხუთდღიანი სწავლების მიმდინარეობისას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების თეორიის საკითხები განიხილეს და უწყებათშორისი „სტრატკომის“ მუშაობის პრინციპები შეაჯერეს.
სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა გადასცეს.

საშტაბო-სამეთაურო სწავლება კოდური სახელწოდებით „ინფო“ უკვე მეორე წელია იმართება.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   July 2019   
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
293031    
banners