დავით რაქვიაშვილის კომენტარი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით

"მე ვფიქრობ, აქ მართებულია კონსტიტუცია არ დავყოთ სექტორებად. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არის კომპრომისული სტანდარტის შექმნის მცდელობა საქართველოს პოლიტიკაში. კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევა, თავისთავად, გულისხმობს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასა და დემოკრატიის ხარისხის გაზრდას. ხოლო დემოკრატია და დემოკრატიული ხარისხი, თავისთავად, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ატრიბუტი ან რაიმე სასიამოვნო აქსესუარი, ეს არის საფუძველი ჩვენი არსებობისა და მათ შორის უსაფრთხოების.

ვერ ნახავთ ვერც ერთ პარტნიორს ევროპაში, თუ ჩვენს სხვა სტრატეგიულ მოკავშირეებში, რომელიც არ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის მის დემოკრატიაზე, რომ საქართველოსთვის დემოკრატია და საზოგადოებრივი ჩართულობა არის ის საფუძველი, რის გამოც არის საქართველო მიმზიდევლი. ასეა ჩვენი ქვეყნის როლი მოაზრებული მთლიანად ამ გლობალურ დემოკრატიულ სამყაროში, ამაზე მიდის დღეს აქ საუბარი და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველას კარგად გვესმოდეს, რომ დღეს ეს დევს საწორზე, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს შეასრულოს და აწიოს დემოკრატიის ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან."-განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   May 2019   
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
202122
23
242526
2728293031  
banners