დავით რაქვიაშვილის კომენტარი სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით

“მთელი ამ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს პარალელურად უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში. ახლა, ამ სტრუქტურული ცვლილებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულად მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვასა და კოორდინაციაზე.

იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მიგვაჩნია, რომ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტმა შესთავაზე პარლამენტს და რომელიც უსაფრთხოების თემს აქვს ჩამოყალიბებული, აუცილებელია დაიწყოს კოორდინაცია და კონსულტაციები. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას, ვფიქრობთ, რომ აქ არსებობს კითხვის ნიშნები, რომლებზეც აუცილებლად უნდა იყოს გაცემული პასუხები.”-განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   January 2019   
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
1415161718
19
20
21222324252627
28293031   
banners