მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 

 

 

 

 დავით რაქვიაშვილი

1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე.

2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს.

2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. კურირებდა საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებს.

აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას.

2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურეო საბჭოს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები :

 

ირინე იმერლიშვილი  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2013-2016 წლებში


დაბადებული - თბილისი, 29 იანვარი 1971წ.

განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ.უნივერსიტეტი

სპეციალობა: სამართალმცოდნე  კვალიფიკაცია : იურისტი.

სპეციალობაეკოლოგია კვალიფიკაცია: ბიოლოგი.

სპეციალობა პრესის და თეორიის პრაქტიკა კვალიფიკაცია: ჟურნალისტი 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი

 უცხო ენები - რუსული, ინგლისური. 

სპეციალური სახელმწიფო წოდება - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. #3/9 21.03.2003წ. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება. 

სამუშაო გამოცდილება:
2013 - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი.
2012 – 2013 საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი
2013-2013 საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი
2012-2013 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო - ხაზინადართა საბჭოს წევრი
2000 – 2003 იუსტიციის სამინისტრო - იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2000 – 2000 საქართველოს პარლამენტი - აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში.
1997 – 1998 საქართველოს პარლამენტი - საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი.
1996 – 1997 საქართველოს პარლამენტი - საორგანიზაციო დეპარტამენტი. სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.
პოლიტიკური საქმიანობა:
2012-2013 მ.პ.გ. ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური საბჭოს მდივანი.
2012 – 2012 პოლიტიკური კოალიცია ,,ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება” -საარჩევნო იურიდიული სამსახურის უფროსი.
2006-2012 საქართველოს რესპუბლიკური პარტია: საარჩევნო სამსახურის უფროსი, საარჩევნო რეგიონალური სამსახურის უფროსი, რეგიონალური და საარჩევნო საკითხების მდივანი.
ოჯახის წევრები:
მეუღლე და ორი შვილი

გიორგი ბოკერია  - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში

დაიბადა 1972 წელს, ქ. თბილისში;

1990-1995 - ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი;
2002 - გაერთიანებული სამეფოს ლესტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა;
1996-2004 - თავისუფლების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი;
2004 - ნატოს მუდმივმოქმედ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრი;
2004-2008 - საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ წევრი;
2006 - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი;
2006 - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;
2007 - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი;
2007 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
2008-2010 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

 

ეკატერინე ტყეშელაშვილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2008-2010 წლებში

დაიბადა 1977 წელს, ქ. თბილისში;

1999 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
1999-2000 - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის იურისტი;
2001-2002 - ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალის ბრალმდებლის ოფისის სააპელაციო განყოფილების სტაჟიორი;
2002-2004 -  IRIS-საქართველოს იურისტი, შემდგომ დირექტორი;
2004-2005 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
2005-2006 -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2006 - 2007 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
2007 -  საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
2008 -  საგარეო საქმეთა მინისტრი;

ალექსანდრე ლომაია  - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2007-2008 წლებში.

დაიბადა 1963  წელს,  ქ. თბილისში;

1985 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  ჰიდრომშენებლობის ფაკულტეტი;
1992 - მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
1985-1987 -  „თბილჰიდროპროექტის“ ინსტიტუტის ინჟინერი;
1989-1992 - მოსკოვის ქართული სათვისტომოს დარბაზის წევრი;
1991 - მოსკოვში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილე. შემდგომ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი;
1995-2000 - ევრაზიის ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორი; 2000-2002 - ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი;
2002-2003 - საერთაშორისო ორგანიზაციის „დიმოკრასი ქოალიშნის“ რეგიონული დირექტორი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში;
2003-2004 - ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
2004 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

კონსტანტინე კემულარია  - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2005 - 2007 წლებში

დაიბადა 1954 წელს, ქ. ხობში ;

1975   ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
1979 — 1980 —  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი-თანამშრომელი;
1980 —  ქ. მოსკოვის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა ();
1980 — 1983 —  ქ. მოსკოვის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი.
1983 —  იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი;
1983 — 1987 — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი;
1975 —  ქ. სოხუმის პროკურატურის გამომძიებელი;
1976 — 1979 — ქ. ქუთაისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი;
1987 — 1992 — საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი,  პროკურატურის კოლეგიის წევრი. ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი;
1992 — 1993 — საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
1994 — 1995 — ქ. მოსკოვის იურიდიული სამსახურის „ინიურკონსალტინგის“ ხელმძღვანელი;
1995 —  საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ინიურსერვისის“ დამფუძნებელი;
1998 —  ქ. თბილისის საკრებულოს წევრი,იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი;
1999 — 2004 — საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;
2004 — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში
2004 — 2005— საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ლევან ჭოლაძე  - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2005 წელს  

დაიბადა 1978 წელს, ქ. თბილისში;

1996-1998 -  საქართველოს პროკურატურა;
1998 -  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო     სამართლებრივი სამმართველოს უფროსი იურისტკონსულტი; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს განყოფილების უფროსი; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსის მოადგილე; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსი; თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2000 - ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი,     2002 - ნიდერლანდების სამეფო აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების კურსანტი;
2003 -  ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ქ. იორკის წმ. ჯონის სახელობის კოლეჯი;
2003 - ნატოს თავდაცვის კოლეჯი (ქ. რომი);
2004 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსი;
2004 -  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
2004 -საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2005 -  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე;

გელა ბეჟუაშვილი  - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი  2004 - 2005 წლებში

დაიბადა 1967 წელს,  დ. მანგლისში, თეთრიწყაროს რაიონი ;

1991 –  ქ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უკრაინის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი;
1997 –  ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ),  სამართლის მაგისტრი;
2003 –  ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაი (აშშ).  სახელმწიფო მართვის მაგისტრის კანდიდატი.
1991-1993 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველო - სხვადასხვა თანამდებობები;
1993-1996 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში;
1997-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი;
2000-2004 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
2004 - საქართველოს პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი;

1996 – დაჯილდოვებულია აშშ-ს მთავრობის სტიპენდიით;
1998 – დაჯილდოვებულია გაერო-ს სტიპენდიით;
2000 - ძირითად საქმიანობასთან პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი და წიგნი.
   მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. გელა ბეჟუაშვილი დასახელებულ იქნა 2004 წლის ადამიანად აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მიერ.

ივანე (ვანო) მერაბიშვილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი  2004 წელი

დაიბადა 1968 წელს, სოფ. უდეში, ადიგენის რაიონი;

1992 - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი;
1992-1995 - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უმცროსი მეცნიერი-თანამშრომელი;
1995 - მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი;
1996 -  თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი;
1999 – 2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე;

თედო ჯაფარიძე - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი  2002 - 2003 წლებში

დაიბადა 1946 წელს,  ქ. თბილისში;

1971 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანულ-გერმანული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი;
1972- 1974 -  თსუ-ს ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტი;
1974 - 1977 - სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის ასპირანტი;
1977-1989 - სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი;
1989 - 1990- საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე;
1990 - 1991 - საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი;
1991 -  საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი;
1991 - 1992 - საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
1992 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
1992 - 1994 - საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე;
1994 - 2002 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში;

 

ნუგზარ საჯაია - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი  1996-2002 წლებში

დაიბადა 1941 წელს სოფ. ჯვარში, წალენჯიხის რაიონი;

1963 - თბილისის  პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი;
1963 - 1964 - ქ. თბილისის 71-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
1964 - 1970 - კომკავშირის სისტემის სხვადასხვა თანამდებობები;
1970 - 1979 - კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, მცხეთის რაიკომის მეორე მდივანი, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი, კომპარტიის ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი;
1979 -1989 - კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს  წევრი, საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭის დეპუტატი.

1990-1991- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი - მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი;
1993 - საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე;
1993 - საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
1996 - პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მინიჭებული ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.
2002 - ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში.

ირინეიმერლიშვილი

დაბადების თარიღი: 1971 წლის 29 იანვარი, თბილისი.
უცხო ენები: ინგლისური, რუსული.
სპეციალური სახელმწიფო წოდება: იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

განათლება :

1998-2002 წწ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი.

1990-1993 წწ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებისა და პრესის თეორიის პრაქტიკის განყოფილება - ჟურნალისტი.
1989-1994 წწ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის ფაკულტეტი.

2013-დან -     ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტურანტურა

შრომითი საქმიანობა :

2013-დან -      საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი.
2012-2013 წწ - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
2012-2013 წწ - ... ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური საბჭოს მდივანი.
2006-2009  წწ - საქართველოს რესპუბლიკური პარტია - რეგიონალური სამსახურის უფროსი.
2005-2006  წწ - შპს ნამი იურისტი.
2004 -2005 წწ- შპს სამი ოთხზე 3/4-იურისტი.
2000 -2003 წწ - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2000 -საქართველოს პარლამენტი - აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში.
1997 -1998 წწ - საქართველოს პარლამენტი - საორგანიზაციო დეპარტამენტი- დარბაზის სამსახურის უფროსი.
1996-2000 წწ - საქართველოს პარლამენტი - საორგანიზაციო დეპარტამენტი. სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.
1993-1996 წწ - საქართველოს პარლამენტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის საქმისმწარმოებელი.
1994-1995 წწ - თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკოლოგიის ფაკულტეტის ლაბორანტი.
1988 -1989 წწ - თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორანტი.
1988 - მეცნიერებათა აკადემიის .მელიქიშვილის სახ. ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი - პრეპარატორი.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი

 

ირინა იმერლიშვილი

დაბადების თარიღი:  1971 წლის 29 იანვარი, თბილისი.

უცხო ენები:  ინგლისური, რუსული.

სპეციალური სახელმწიფო წოდება:  იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

განათლება:

1998-2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი.

1990-1993 -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებისა და პრესის თეორიის პრაქტიკის განყოფილება- ჟურნალისტი.

1989-1994-  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის ფაკულტეტი.

2014- ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი - სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი

 

შრომითისაქმიანობა :

2013-   საქართველოსპრეზიდენტისთანაშემწეეროვნულიუშიშროებისსაკითხებში, უშიშროებისსაბჭოსმდივანი.

2012-2013 - საქართველოსმე-8 მოწვევისპარლამენტისწევრი, საპროცედუროსაკითხთადაწესებისკომიტეტისთავმჯდომარე. 

2012-2013 - ... „ქართულიოცნება-დემოკრატიულისაქართველო“, პოლიტიკურისაბჭოსწევრი, პოლიტიკურისაბჭოსმდივანი.

2006 -2012 -საქართველოსრესპუბლიკურიპარტია-რეგიონალურისამსახურისუფროსი.

2000 -2003- საქართველოს იუსტიციისმინისტრისმოადგილე. 

2000 -საქართველოსპარლამენტი- აპარატისუფროსის მოადგილე,საკანონმდებლოსაქმიანობისსაკითხებში. 

1999-2000- საქართველოსპარლამენტი- საორგანიზაციოდეპარტამენტის უფროსი

1997 -1998 -საქართველოსპარლამენტი- საორგანიზაციოდეპარტამენტი- დარბაზისსამსახურისუფროსი.

1996 -1997 - საქართველოსპარლამენტი- საორგანიზაციოდეპარტამენტი. სხდომებისმომზადებისადაუზრუნველყოფისსამმართველოსუფროსი.

1993-1996 - საქართველოსპარლამენტი-გარემოსდაცვისადაბუნებრივირესურსებისკომისიისსაქმისმწარმოებელი.

1994-1995 - თბილისისივ.ჯავახიშვილისსახელმწიფოუნივერსიტეტი -ეკოლოგიისფაკულტეტისლაბორანტი. 

1988 -1989- თბილისისივ.ჯავახიშვილისსახელმწიფოუნივერსიტეტი -მიკრობიოლოგიისადავირუსოლოგიისლაბორანტი.

1988 -მეცნიერებათააკადემიის.მელიქიშვილისსახ. ფიზიკისადაორგანულიქიმიისინსტიტუტი- პრეპარატორი. 

ოჯახური მდგომარეობა :  მეუღლე  და ორი შვილი

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   June 2017   
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
26
27
282930  
banners