დეპარტამენტები

 

 

დავით ბრაგვაძე -დეპარტამენტის დირექტორი

უშიშროებისა  და ანალიტიკის დეპარტამენტი
_______________________________________________________

უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების განსაზღვრა და ანალიზი; შიდა და გარე საფრთხეების შეფასება და პროგნოზირება; ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების შესახებ ინფორმაციულ-ანალიტიკური მოხსენებების მომზადება პრეზიდენტისა და საბჭოსათვის წარსადგენად; საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობისა და საგანგებო ვითარების დროს; პრეზიდენტის საჯარო მოხსენებების ინფორმაციულ- ანალიტიკური უზრუნველყოფა; პრეზიდენტისათვის ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალის მიწოდება სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით; საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება პრეზიდენტისათვის წარსადგენად; ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.

 



მიხეილ კეკენაძე - დეპარტამენტის დირექტორი

თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი

_______________________________________________________________________________

თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; თავდაცვის კუთხით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება; პრეზიდენტის მიერ გამოსაცემი იმ ნორმატიული აქტების პროექტების ანალიზი და მომზადება და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა, რომლებიც ეხება სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხებს; შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხილვა; პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, უმაღლესი სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; თავდაცვის სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლის ინსტიტუციური უზრუნველყოფა; გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს მიმართვებისა და წერილების განხილვა პრეზიდენტისათვის წარსადგენად; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

 

 



ანა ძაძამია - დეპარტამენტის დირექტორი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი


_____________________________________________________________________

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ადამიანური რესურსების მართვა; საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია; აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი; საბჭოს აპარატის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

 

 



გიორგი ახალკაცი - დეპარტამენტის დირექტორი

საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დეპარტამენტი


__________________________________________________________________________________

საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებათა აპარატებთან ურთიერთობის წარმართვა; ქვეყანაში საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

 

 

 

დავით კიკვიძე - დეპარტამენტის დირექტორი

საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი
______________________________________

საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; წლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენა; აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა და მართვა; შესყიდვების განხორციელება; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

 

 

 

ია ჩხიკვაძე - განყოფილების უფროსი

საორგანიზაციო განყოფილება

______________________________________

 

 

 

ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   June 2017   
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
26
27
282930  
banners