უწყებათაშორისი  თანამშრომლობა

ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საბჭოს აპარატის მიერ უწყებათაშორის ფორმატში მონაწილეობისა და გაწეული საქმიანობის შესახებ:

•     პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი ;
•    სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი  საუწყებათაშორისო კომისია, თავმჯდომარე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;

•    საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი;

•    საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი;

•    საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი, მოწვეული წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი;


•    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;

•    საქართველოს სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და მობილიზაციის მართვის სისტემების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის წინადადებათა მომზადების მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;

•    საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;

•    სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-საქართველოს ქარტიით გათვალისწინებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია;

•    მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ კეკენაძე;

•    ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია;

•    საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ კეკენაძე;

•    ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;

•    საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია;

•    ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;

•    საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;

•    სახელმწიფო ანგარიშების მომზადების პროცესის ეფექტიანად წარმართვის უწყებათაშორისი კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია;

•    ყოფილი სსრკ-ის მიერ XX-ე საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, წევრი -  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა;

•    საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ვასილ კუჭუხიძე;

•    გენდერული თანასწორობის საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფი, წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი მარინე ჭყონია.

•    საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმობის სამუშაო ჯგუფი , წევრი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა

•    სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო , წევრი  - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროებისა და ანალიტიკის  დეპარტამენტის დირექტორი  ლაშა დარსალია

 

 
ვიდეო ბლოკი
იტვირთება...

სიახლეების კალენდარი

   March 2017   
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728
29
3031  
banners