
აპარატის უფროსის მოადგილე


2022 წლის 18 აპრილს გიორგი ღიბრაძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
2019 წლის აგვისტოდან 2022 წლის მარტამდე გიორგი ღიბრაძე ამავე აპარატში კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დირექტორის პოზიციას იკავებდა.
2019 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტომდე იგი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო.
2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე გიორგი ღიბრაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
2015-2017 წლებში იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დირექტორი იყო.
2015 თებერვლიდან 2015 მაისამდე გიორგი ღიბრაძე თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო.
2014-2015 წლებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
2013 წელს იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2009-2013 წლებში გიორგი ღიბრაძე მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
2005-2009 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი.
2004-2005 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „ფოთის პორტში” საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
2003-2004 წლებში გიორგი ღიბრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2000 -2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.
1998-1999 წლებში მან ანალიტიკოსის პოზიციაზე სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში.
1994-1999 წლებში გიორგი ღიბრაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სადაც მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ხარისხი.
2010 წელს მან გაიარა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯის სტრატეგიული სწავლების და საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი.
კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართულებით გიორგი ღიბრაძეს გავლილი აქვს სხვადასხვა კურსი, კერძოდ: სახელმწიფოს სასიცოცხლო სერვისების მიწოდების და ბიზნესის უწყვეტობის კურსები, კრიზისული კომუნიკაციების კურსი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული „ბრინჯაოს (ტაქტიკური დონის) მეთაურთა“ ტრენერების კურსი, დიდი ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის "ოქროს (სტრატეგიული) დონის” და უწყებათშორისი, "ვერცხლის (ოპერაციული) დონის” კრიზისული სიტუაციების მართვის კურსები (დიდი ბრიტანეთი). მან, ასევე, გაიარა ლიდერთა პროგრამა სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში.
უსაფრთხოების კუთხით მან გაიარა შემდეგი კურსები: ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრის მაღალი თანამდებობის პირთა კურსი, დაზვერვის მენეჯმენტის კურსი აშშ-ში (CIA), დაზვერვის განვითარების კურსი კანადაში (CSIS), სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კურსი აშშ-ში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.