დეპარტამენტები
შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი
- დეპარტამენტი ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში სწავლობს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და ენერგეტიკის სფეროში შექმნილ ვითარებას;
- ამავე მიზნით, დეპარტამენტი სწავლობს და აანალიზებს ქვეყნის წინაშე არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებს, ამ კუთხით, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს. ის შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან და სხვა რელევანტურ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს;
- დეპარტამენტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა და საგარეო პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი ასევე ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას, უზრუნველყოფს ერთიანი შიდა და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას. იგი ასევე უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
- დეპარტამენტი ჩართულია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების ორგანიზებისა და კოორდინაციის პროცესში, ასევე, სხვადასხვა მიმართულებაზე ცალკეული პროექტების კოორდინირებაში;
- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტში შემდეგი ოთხი სტრუქტურული ერთეული შედის: შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო; საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო; სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო; ჰიბრიდული საფრთხეების სამმართველო.
თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი
- დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის სახელმწიფო თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ახორციელებს ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეების შეფასებასა და ანალიზს;
- ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე სახელმწიფო თავდაცვის სფეროში განსახილველი საკითხების შესახებ;
- შეიმუშავებს წინადადებებს საფრთხის შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;
- განიხილავს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს ჩართულობისა და NATO-სთან ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ;
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე;
- განიხილავს თავდაცვის ძალებთან დაკავშირებულ საკითხებს;
- კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით;
- ჩართულია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების ორგანიზებისა და კოორდინაციის პროცესში;
- თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფთან და კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს ცალკეული პროექტების განხორციელებას.
ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი
- დეპარტამენტი ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების / კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
- ამავე კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის მონიტორინგსა და შესრულების კოორდინაციას;
- დეპარტამენტი უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ კიბერინციდენტზე ერთიანი რეაგირების განხორციელებას;
- დეპარტამენტი აანალიზებს შესაბამისი სექტორული უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას და აღნიშნულის საფუძველზე, ახორციელებს კონკრეტული გადაწყვეტილებების/პროექტების მომზადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად;
- დეპარტამენტი, შესაბამის სექტორულ უწყებასთან შეთანხმებით, შესაძლოა ჩაერთოს კონკრეტული კომპიუტერული ინციდენტის მართვის პროცესში იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მოცემული მოვლენის მავნე შედეგების სამომავლო ესკალაცია;
- დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კიბერინციდენტების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებისა და კიბერსივრცეში ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებასა და გატარებას;
- დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს საბჭოს აპარატისთვის, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისთვის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული მოთხოვნების შესრულებას;
კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)
- დეპარტამენტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას უზრუნველყოფს;
- ის უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაციას და კრიზისული ვითარების დროს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;
- ის ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების, ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
- ამასთან, დეპარტამენტი ჩართულია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების ორგანიზებისა და კოორდინაციის პროცესში, ასევე, სხვადასხვა მიმართულებაზე პროექტების კოორდინირებაში.
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
- დეპარტამენტი ახდენს საბჭოს აპარატის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, კერძოდ: უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომების ორგანიზებას. მათი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მოსაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე, აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;
- აწარმოებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფასა და საბჭოს/მისი აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობას;
- უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოება
- ახორციელებს საბჭოს აპარატის სამართლებრივ, საფინანსო, ლოჯისტიკურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას;
- პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვასა და საბჭოს აპარატის საკადრო უზრუნველყოფაზე;
- დეპარტამენტი, ასევე, უფლებამოსილია, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობები.