
საბჭოს წევრი


2018 წლის 21 ივნისიდან დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.
2016-2018 წლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2015 წლიდან 2016 წლის 8 იანვრამდე იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
2012 წლის 29 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
2008-2009 წლებში იგი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში.
2007-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2007 წელს იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.
2002-2004 წლებში - საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მას ეკავა უფროსი მრჩევლის თანამდებობა.
2002 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებსა და ქ. ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.
2001-2002 წლებში - ქ. ვენაში, ავსტრიაში საქართველოს საელჩოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩევლად მუშაობდა.
2000-2001 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ ევროპულ დეპარტამენტში.
1996-2000 წლებში მუშაობდა ქ. ვენაში, ავსტრიაში, საქართველოს საელჩოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივნად.
1995-1996 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროორგანიზაციების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროგაერთიანების სამმართველოს მესამე მდივნის, შემდეგ კი - მეორე მდივნის, პირველი მდივნისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.
1992 წელს დავით ზალკალიანმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
იგი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.