• საბჭო
    • საბჭოს შესახებ
    • საბჭოს თავმჯდომარე
    • საბჭოს მდივანი
    • საბჭოს წევრები
    • სხდომები
  • საბჭოს აპარატი
    • აპარატის საქმიანობა
    • აპარატის უფროსი
    • აპარატის უფროსის მოადგილე
    • დეპარტამენტები
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
  • კონცეპტუალური დოკუმენტები
    • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
    • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
    • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
  • ეროვნული სიტუაციური ოთახი
  • საჯარო ინფორმაცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Eng
    • საჯარო ინფორმაცია
    • სიახლეები
    • კონტაქტი
    • Eng

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

    • საბჭო
      • საბჭოს შესახებ
      • საბჭოს თავმჯდომარე
      • საბჭოს მდივანი
      • საბჭოს წევრები
      • სხდომები
    • საბჭოს აპარატი
      • აპარატის საქმიანობა
      • აპარატის უფროსი
      • აპარატის უფროსის მოადგილე
      • დეპარტამენტები
      • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • კონცეპტუალური დოკუმენტები
      • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
      • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
      • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
    • ეროვნული სიტუაციური ოთახი
    სხდომები

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა

    13 ნოემბერი 2019

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა.

    სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

    პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა კიბერუსაფრთხოება.

    სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საბჭოს წევრებმა, სხდომაზე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს. პრემიერ-მინისტრმა ლევან იზორიას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა დაავალა,  რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.

    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს მუდმივი წევრები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
    პ. ინგოროყვას ქ.N7, თბილისი 0108, საქართველო (+995 32) 228 79 01 info@nsc.gov.ge
    2020 ყველა უფლება დაცულია შექმნილია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ