გივი თუმანიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15 იანვარი 2024გივი თუმანიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებული პარტნიორობისა და 2024 წელს თანამშრომლობის გაფართოების საკითხები მიმოიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
შეხვედრას, ასევე, დაესწრო მეორე მდივანი სულთან ალაილი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე გიორგი ღიბრაძე.