
გივი თუმანიშვილი შვეიცარიის თავდაცვის ატაშეს შეხვდა
21 დეკემბერი 2023
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, გივი თუმანიშვილი შვეიცარიის თავდაცვის ატაშეს, დიტერ ვიკის შეხვდა.
გივი თუმანიშვილმა სტუმარს საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ეროვნული მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროცესები, რასთან დაკავშირებითაც შვეიცარიის მხარემ გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.