
გივი თუმანიშვილმა დიდი ბრიტანეთის სპეციალურ მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში გაცნობითი შეხვედრა გამართა
2 ივნისი 2023
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა გაერთიანებული სამეფოს სპეციალურ მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში, კლერ ჰენდერსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა კლერ ჰენდერსონს საქართველოში ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. საბჭოს აპარატის უფროსმა ახალ სპეციალურ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს სპეციალური მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან არსებულ უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის მუდმივი წევრია.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გაერთიანებული სამეფოს ყოფილ სპეციალურ მრჩეველს, კლერ ევიზონს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, გიორგი ღიბრაძე, თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, თინათინ აღნიაშვილი, თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, ნათია გვენეტაძე და დიდი ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვის პროექტის ოფიცერი, ანა ნიორაძე დაესწრნენ.