
გივი თუმანიშვილმა თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
10 თებერვალი 2023
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, გივი თუმანიშვილი, თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. მან თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ თურქ ხალხს მიწისძვრისგან გამოწვეული მძიმე შედეგების გამო. გამძლეობას ვუსურვებთ დაღუპულთა ოჯახებს! საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას!“ - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.