
გივი თუმანიშვილმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
3 აგვისტო 2022
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, ჯოზეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა სტუმარს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტებსა და ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის შესახებ.
მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით საბჭოს აპარატსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თავდაცვის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, გიორგი ღიბრაძე და თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, თინათინ აღნიაშვილი.