
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
17 სექტემბერი 2022
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, გივი თუმანიშვილი, მოადგილესთან - გიორგი ღიბრაძესთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა. აპარატის უფროსმა დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს სამძიმარი გამოუცხადა.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო მისი უდიდებულესობა მეფისა და სამეფო ოჯახის თითოეულ წევრს და ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო.
მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორე იყო სტაბილურობის ნამდვილი სიმბოლო და მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენ უახლოეს ისტორიაში. მისი დიდსულოვნება ყოველთვის სამაგალითო იქნება მსოფლიო საზოგადოებისთვის.
ამ უდიდესი გლოვის ჟამს თანავუგრძნობთ და თანადგომას ვუცხადებთ სამეფო ოჯახს, სრულიად გაერთიანებულ სამეფოსა და თანამეგობრობას.” - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.