
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია
8 თებერვალი 2023
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია კრიზისების ცენტრის დირექტორატის უფროსის, ტანია დიმიტროვას ხელმძღვანელობით ეწვია.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ და კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული სისტემა წარუდგინეს და საბჭოს აპარატისა და ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
დელეგაციის წევრებმა ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერეს. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.