• საბჭო
    • საბჭოს შესახებ
    • საბჭოს თავმჯდომარე
    • საბჭოს მდივანი
    • საბჭოს წევრები
    • სხდომები
  • საბჭოს აპარატი
    • აპარატის საქმიანობა
    • აპარატის უფროსი
    • აპარატის უფროსის მოადგილე
    • დეპარტამენტები
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
  • კონცეპტუალური დოკუმენტები
    • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
    • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
    • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
  • ეროვნული სიტუაციური ოთახი
  • საჯარო ინფორმაცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Eng
    • საჯარო ინფორმაცია
    • სიახლეები
    • კონტაქტი
    • Eng

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

    • საბჭო
      • საბჭოს შესახებ
      • საბჭოს თავმჯდომარე
      • საბჭოს მდივანი
      • საბჭოს წევრები
      • სხდომები
    • საბჭოს აპარატი
      • აპარატის საქმიანობა
      • აპარატის უფროსი
      • აპარატის უფროსის მოადგილე
      • დეპარტამენტები
      • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • კონცეპტუალური დოკუმენტები
      • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
      • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
      • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
    • ეროვნული სიტუაციური ოთახი
    სიახლეები

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

    15 თებერვალი 2023

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

    გივი თუმანიშვილმა დანიის პირველ რეზიდენტ ელჩს საქართველოში ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    აპარატის უფროსმა სტუმარს საბჭოს და მისი აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. გივი თუმანიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა  საქართველოს კრიზისების მართვის ეროვნული სისტემის შესახებ უწყებათშორისი სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში დანიის სამეფოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

    აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის ნატო-ს მხრიდან წამყვანი სახელმწიფო დანიის სამეფოა, ხოლო საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების ჩართულობის კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს.

    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს  რეგიონული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. საბჭოს აპარატის უფროსმა და დანიის სამეფოს ელჩმა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინიციატივებზეც იმსჯელეს.

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის და დანიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები.

     

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
    პ. ინგოროყვას ქ.N7, თბილისი 0108, საქართველო (+995 32) 228 79 01 info@nsc.gov.ge
    2020 ყველა უფლება დაცულია შექმნილია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ