
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ დელეგაცია ეწვია
19 მაისი 2023
საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის დელეგაციის წევრებს საბჭოს ფუნქციები, მისი აპარატის საქმიანობა და ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი გააცნეს. მათ ასევე განიხილეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან და კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული სისტემის, მათ შორის ეროვნული სიტუაციური ოთახის ძირითადი ფუნქციების შესახებ.
დელეგაციის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის, ჩილეს, ავსტრალიის, მალაიზიის, რუმინეთის, კატარის, პაკისტანის, ომანის, იაპონიის, ქუვეითის, ნეპალისა და ლიბანის უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლები და კოლეჯის აკადემიური პერსონალი იმყოფებოდა.
„თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ ჯგუფი საქართველოში რეგიონული სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფება.