
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ჩეხეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
30 ოქტომბერი 2023
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრ კუბერნატთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა სტუმარს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მან, ასევე, ელჩს საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესსა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
მხარეები შეხვედრაზე საბჭოს აპარატსა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, გიორგი ღიბრაძე და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, იანა გაშპარიკოვა.