ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე იენს ერიკ ჰიორტი ეწვია
21 მარტი 2024ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, გიორგი ღიბრაძე, დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
გიორგი ღიბრაძემ დანიელ სტუმარს SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში დანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კენკებაშვილი, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით სახვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ მჭედლიძე დაესწრნენ.