ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩის მოადგილე, თომას პოლაქი ეწვია
25 მარტი 2024ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, გიორგი ღიბრაძე, ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩის მოადგილეს, თომას პოლაქს შეხვდა.
გიორგი ღიბრაძემ სტუმარს საბჭოს და მისი აპარატის მანდატი, ასევე, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
ავსტრალიელმა დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოთქვა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინიციატივებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კენკებაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ მჭედლიძე დაესწრნენ.