• საბჭო
    • საბჭოს შესახებ
    • საბჭოს თავმჯდომარე
    • საბჭოს მდივანი
    • საბჭოს წევრები
    • სხდომები
  • საბჭოს აპარატი
    • აპარატის საქმიანობა
    • აპარატის უფროსი
    • აპარატის უფროსის მოადგილე
    • დეპარტამენტები
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
  • კონცეპტუალური დოკუმენტები
    • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
    • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
    • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
  • ეროვნული სიტუაციური ოთახი
  • საჯარო ინფორმაცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Eng
    • საჯარო ინფორმაცია
    • სიახლეები
    • კონტაქტი
    • Eng

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

    • საბჭო
      • საბჭოს შესახებ
      • საბჭოს თავმჯდომარე
      • საბჭოს მდივანი
      • საბჭოს წევრები
      • სხდომები
    • საბჭოს აპარატი
      • აპარატის საქმიანობა
      • აპარატის უფროსი
      • აპარატის უფროსის მოადგილე
      • დეპარტამენტები
      • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • კონცეპტუალური დოკუმენტები
      • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
      • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
      • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
    • ეროვნული სიტუაციური ოთახი
    სიახლეები

    საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

    22 ივნისი 2023

    საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, გუბერნატორმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის.

    მემორანდუმის მიზანია ორ უწყებას შორის მეგობრული ურთიერთობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

    მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე; უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების გაწევას და შეხედულებების გაცვლას სხვადასხვა დონეზე; ვიზიტების, სემინარების, ექსპერტების შეხვედრებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის სხვა ფორმების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საბჭოს აპარატის უფროსს, გივი თუმანიშვილსა და  თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და თურქული დელეგაციის წევრები.

    შეხვედრაზე, ორ უწყებას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო  შესაძლებლობებსა და ინიციატივებზე იმსჯელეს.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
    პ. ინგოროყვას ქ.N7, თბილისი 0108, საქართველო (+995 32) 228 79 01 info@nsc.gov.ge
    2020 ყველა უფლება დაცულია შექმნილია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ