საბჭოს წევრი
2020 წლის ივლისიდან გიორგი მათიაშვილი თავადაცვის ძალების მეთაურია.
გიორგი მათიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იგი იყო თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი; თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი; სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე; გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი; გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი; სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს, ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი; I ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი; სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მომზადების კურსის უფროსის მოადგილე; სწრაფი რეაგირების ძალები, დაზვრვის სამსახურის უფროსი; მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის მსუბუქი ქვეითი ასეულის 1-ლი საიერიშო ოცეულის მეთაური.
გიორგი მათიაშვილი სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში (ისტორიის მასწავლებელი) და ფლობს მაგისტრის აკადემიური ხარისხს.
იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია.
სამხედრო განათლება მას მიღებული აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე (მოტო-მსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო); გერმანიაში გავლილი აქვს ოფიცრის ძირითადი კურსი, ასევე, გერმანიაში, ჰამელბურგის ქვეითთა სკოლაში გაიარა ასეულის მეთაურის კურსი. გიორგი მათიაშვილმა გერმანიაში გაიარა გენერალური/საადმირალო შტაბის კურსი.
გიორგი მათიაშვილს გავლილი აქვს კურსები სხვადასხვა ქვეყანაში: ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსი (გერმანია); სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი (საქართველო); საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი (კანადა); კომანდოს კურსი მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში საბრძოლო ოპერაციათა ცენტრი (საქართველო); სნაიპერის კურსი (გერმანია); ევროპული უსაფრთხოების კურსი ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემია (გერმანია); ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი (საქართველო); ინგლისური ენის კურსი (ლატვია, ქ. რიგა).
მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის ნატოს მედალი; ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი; მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი); მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი); ღირსების ორდენი; მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“; მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“; სამსახურებრივი-საშტატო იარაღი; მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“; მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ (20 წელი და მეტი უმწიკვლო სამსახურისათვის); მედალი „გენერალი კვინიტაძე“.
გიორგი მათიაშვილის სამხედრო წოდებაა - გენერალ-მაიორი.
იგი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.