საბჭოს თავმჯდომარე
2024 წლის თებერვლიდან ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრია.
2021-2024 წლებში იგი იყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
2016-2019 წლებში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
2015 წლიდან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი და წევრია.
2014 წლიდან იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
2006-2014 წლებში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტად და მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობდა.
2011-2014 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი , ხოლო 2005-2012 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი იყო.
2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტად სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით.
2011-2012 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.
2000-2001 წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა.
2002-2006 წლებში სწავლობდა ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტში და მიღებული აქვს იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი (გერმანია).
2002-2005 წლებში ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხი მიიღო (წარჩინებით);
1995-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიღებული აქვს იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით);
ირაკლი კობახიძე არის სხვადასხვა სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.