• საბჭო
    • საბჭოს შესახებ
    • საბჭოს თავმჯდომარე
    • საბჭოს მდივანი
    • საბჭოს წევრები
    • სხდომები
  • საბჭოს აპარატი
    • აპარატის საქმიანობა
    • აპარატის უფროსი
    • აპარატის უფროსის მოადგილე
    • დეპარტამენტები
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
  • კონცეპტუალური დოკუმენტები
    • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
    • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
    • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
  • ეროვნული სიტუაციური ოთახი
  • საჯარო ინფორმაცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Eng
    • საჯარო ინფორმაცია
    • სიახლეები
    • კონტაქტი
    • Eng

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

    • საბჭო
      • საბჭოს შესახებ
      • საბჭოს თავმჯდომარე
      • საბჭოს მდივანი
      • საბჭოს წევრები
      • სხდომები
    • საბჭოს აპარატი
      • აპარატის საქმიანობა
      • აპარატის უფროსი
      • აპარატის უფროსის მოადგილე
      • დეპარტამენტები
      • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • კონცეპტუალური დოკუმენტები
      • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
      • საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
      • უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები
    • ეროვნული სიტუაციური ოთახი
    სიახლეები

    გივი თუმანიშვილმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით გამართული კურსის ფარგლებში ლექცია გამართა

    25 ივლისი 2022

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ორგანიზებით გამართული, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფარგლებში ლექცია გამართა.

    გივი თუმანიშვილმა კურსის მონაწილეებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი, საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მიმოიხილა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესი და „ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩოს" შესახებ ისაუბრა.

    ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მომხსენებლები, რომელთა შორის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები იყვნენ, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესზე და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლზე საუბრობდნენ. მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
    პ. ინგოროყვას ქ.N7, თბილისი 0108, საქართველო (+995 32) 228 79 01 info@nsc.gov.ge
    2020 ყველა უფლება დაცულია შექმნილია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ