გივი თუმანიშვილმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
2 მარტი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გივი თუმანიშვილმა ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და არსებული გამოწვევების მიმოხილვას. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისრაელის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისრაელის საელჩოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.