ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოს აპარატში კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მხარდამჭერი ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრები გაიმართა
26 ივლისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მხარდამჭერი ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა უწყებათშორის შეხვედრას უმასპინძლა.
ვიზიტის მიმდინარეობისას, ცალკეული თემატური შეხვედრები ეროვნულ სიტუაციურ ოთახში გაიმართა.
შეხვედრების ფარგლებში, შესაბამისი უწყებების ჩართულობით სხვა თემებთან ერთად, განხილულ იქნა კიბერინციდენტების მართვასთან, ინფორმაციის გაცვლასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის (PPP) გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ასევე გაიმართა ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობით შედგენილი პროგრამის ბორდის (PB) მესამე შეხვედრა.
აღნიშნულ შეხვედრას, შესაბამისი სექტორული უწყებების თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის („კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“) რეზიდენტი მრჩეველი ესწრებოდნენ. შეხვედრა, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე მსჯელობასა და სამომავლო სამოქმედო მიმართულებების განხილვას დაეთმო.
კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაცია ბრიტანელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ახდენს ბრიტანელი ექსპერტების მხარდაჭერის ფორმალიზებას. რეფორმის განხორციელება სხვადასხვა სამოქმედო მიმართულებაზე კონკრეტული შედეგების მიღწევას გულისხმობს. აღნიშნული მოიცავს როგორც უშუალოდ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების დამტკიცების უზრუნველყოფას, ასევე, პრაქტიკული თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს.